ხვიჩა კვარაცხელია, ჯოვანი მანა
Aa
Aa

„მოლაპარაკებები გრძელდება და მშვიდად ვართ“ - ნაპოლის დირექტორი კვარას კონტრაქტზე

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა, ჯოვანი მანამ Sky Sports-თან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ მოლაპარაკებები პოზიტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

რას ამბობს მანა:

„კვარაცხელიას კლუბთან კონტრაქტის ამოწურვამდე კიდევ სამი წელი აქვს დარჩენილი. გასულ ზაფხულს იყო რამდენიმე კლუბი, რომლებმაც მას შეთავაზება გაუკეთეს, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ წინ ერთობლივად წავსულიყავით. ფეხბურთელის გარემოცვასთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ვმუშაობთ. მშვიდად ვართ და აჩქარებას არ ვაპირებთ“.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას აქტიურად იწერებოდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებით პსჟ იყო დაინტერესებული, რომელმაც ქართველ ფეხბურთელს 11-მილიონიან ევროიანი შეთავაზება გაუკეთა, „ნაპოლის“ კი ტრანსფერის სანაცვლოდ 130 მილიონ ევროს უხდიდა, თუმცა, კლუბმა ფეხბურთელის გაშვებაზე უარი თქვა.

მიმდინარე სეზონში ხვიჩამ „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ში 4 მატჩი ჩაატარა და თავი 2-2 გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ხვიჩამ სერია A-ს გასულ ტურში, „კალიარის“ წინააღმდეგ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა ანათებს, მომაკვდინებელი ხდება“ - იტალიური მედია ხვიჩას თამაშზე
„როცა ანათებს, მომაკვდინებელი ხდება“ - იტალიური მედია ხვიჩას თამაშზე