„კვარას სპორტული ფორმა გუნდისთვის ფუნდამენტურია“ - ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი
„ნაპოლისა“ და „მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, მატეო დამიანიმ იტალიური მედიის ეთერში „კალიარისა“ და „ნაპოლის“ მატჩზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელია შეაქო. შეგახსენებთ, რომ ქართველმა შემტევმა „კალიარის“ წინააღმდეგ გოლი და საგოლე პასი მიითვალა, „ნაპოლიმ“ კი მატჩი 4:0 მოიგო.
რას ამბობს დამიანი კვარაზე:
„კვარაცხელიამ ეს სეზონი კარგად დაიწყო. ის არის ბიჭი, რომელსაც შესანიშნავი უნარები აქვს და მეტოქეს ყოველთვის საფრთხეს უქმნის. ცენტრში თამაში მას ნაკლებად პროგნოზირებადს ხდის, ამიტომ სულ მოძრაობს. ხან ცენტრშია, ხან მარცხნივ, ხანაც მარჯვნივ... ასე ის უკონტროლო ხდება. გუნდისთვის მისი სპორტული ფორმა ფუნდამენტალურია“.
„რაც შეეხება კონტეს, ჩვენ აინშტაინი და განსაკუთრებული გამომგონებელი არ გვჭირდება. ანტონიო სპორტულ დონეზე ბრწყინვალედ მუშაობს. ლუკაკუს მოყვანა იმაზე მეტყველებს, რომ მას მაღალი ამბიციები ექნება. სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ლუკაკუ ცდილობს მისდამი ნდობა გაამართლოს და მაქსიმუმი გაიღოს“.
ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მაისურით სერია A-ს მაისურით 4 მატჩი ჩაატარა და თავი 2-2 გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა.
4 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 9 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება, თუმცა, „უდინეზეს“, რომელსაც 7 ქულა აქვს, მე-4 ტურში თავისი მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია. უდინელები დღეს სტუმრად „პარმას“ დაუპირისპირდებიან.
მომდევნო ტურში, „ნაპოლი“ სტუმრად ტურინის „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება. მატჩი 21 სექტემბერს, საქართველოს დროით 20:00 საათზე გაიმართება.