მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, შონ ომალი
Aa
Aa

„კარმა ყველას უბრუნდება“ - ალჯო მერაბის ჩემპიონობის შემდეგ

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი და მერაბ დვალიშვილის უახლოესი მეგობარი, ალჯამეინ სტერლინგი „მანქანას“ ჩემპიონობას სოციალური ქსელით ეხმაურება და მერაბს გამარჯვებას ულოცავს.

რას წერს ალჯო:

„ასე გამოიყურება სამართლიანი ბრძოლა მსოფლიოში საუკეთესო ბიჭის წინააღმდეგ! არანაირი სიყალბე უპირატესობის მოსაპოვებლად. ახლა როგორია თქვენი ფსონები, ბიჭებო?“

„იქნებ, ახლა მაინც მომშორდნენ ამ სულელის ფანები! ახლა ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია. კარმა ყველას უბრუნდება... მეტი პატივისცემა გამოიჩინეთ“.

მერაბ დვალიშვილმა UFC 306-ზე, სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ომალი ხუთ რაუნდში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარს დაეუფლა.

აქვე გეტყვით, რომ ალჯამეინ სტერლინგმა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი სწორედ ომალისთან მარცხის შემდეგ დაკარგა, შემდეგ კი წონა შეიცვალა და ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში ავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მზად ვარ ჩემი ქვეყნისთვის მოვკვდე - დვალიშვილი ჩემპიონობის შემდეგ
მზად ვარ ჩემი ქვეყნისთვის მოვკვდე - დვალიშვილი ჩემპიონობის შემდეგ