შალვა კვარაცხელია, მათე ჭელიძე, რეზი გაზდელიანი, სანდრო მიქაუტაძე, სანდრო ფოლადაშვილი
Aa
Aa

მეკარის გამარჯვების გოლი ფინალში - დინამომ ნოვარას ტურნირი მოიგო (U15)

იტალიაში, ნოვარას საერთაშორისო ტურნირი თბილისის „დინამოს’’ 15-წლამდე გუნდმა მოიგო. შალვა კვარაცხელიას გაწვრთნილმა გუნდმა ფინალში ბელგიური „გენკი’’ სანდრო ფოლადაშვილის გოლით დაამარცხა. საინტერესოა, რომ სანდრო ამპლუით მეკარეა, ცვლილებაზე გამოვიდა და გამარჯვების გოლი დამატებით ტაიმში გაიტანა.

ნახევარფინალში შალვა კვარაცხელიას გუნდმა „ჯენოას’’ 2:0 მოუგო. გოლები რეზი გაზდელიანმა და სანდრო მიქაუტაძემ გაიტანეს.

ნოვარას საერთაშორისო ტურნირის საუკეთესო მეკარე მათე ჭელიძე გახდა.

ნოვარას საერთაშორისო ტურნირში 16 გუნდი მონაწილეობდა.

„დინამო'' იტალიაში შემდეგი შემადგენლობით იმყოფებოდა: მათე ჭელიძე, სანდრო ფოლადაშვილი, ანდრია ოჩიგავა, გიორგი გერგედავა, დავით ცქვიტაია, ნიკოლოზ ფოცხვერია, გიორგი გორგაძე, იოანე გოგიჩაიშვილი, დემეტრე გელაშვილი, ავთანდილ ხარძეიშვილი, რეზო გაზდელიანი, სანდრო მიქაუტაძე, ლუკა შარიქაძე, საბა შარვაშიძე, ირაკლი რაზმაძე, ნიკა ხატოიანი, ანდრია ფოცხვერია, ნიკოლოზ ძაძამიძე, ერეკლე ძელყორაშვილი, ანდრია გოიშვილი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები