მესიმ მოახლოებულ
Aa
Aa

მესიმ მოახლოებულ "ელ კლასიკოზე" ისაუბრა

ლიონელ მესი, მოახლოებულ „ელ კლასიკოზე“ საუბრობს, მის კომენტარს კი მადრიდული Marca აქვეყნებს.

მესის განცხადებით, „რეალთან“ გამარჯვება, „ბარსელონასთვის“ სერიოზული უპირატესობის მიმცემი იქნება.

„თუკი ამ თამაშს მოვიგებთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ ეს განსაკუთრებული დაპირისპირებაა.

მადრიდის „რეალი“, მისსავე სტადიონზე... იქ მოგება, საგრძნობ უპირატესობას მოგვიტანს.

ძალიან ბევრი თამაში დარჩა, თუმცა შესანიშნავი იქნება, თუკი მოვიგებთ და ეს საშობაო განწყობასაც შეგვიქმნის“.

„რეალი“ და „ბარსელონა“, 23 დეკემბერს, თბილისის დროით 16 საათზე, „სანტიაგო ბერაბეუზე“ ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები