ვიდეო რეფერის მომავალი სეზონიდან ლიგა 1-შიც გამოიყენებენ
Aa
Aa

ვიდეო რეფერის მომავალი სეზონიდან ლიგა 1-შიც გამოიყენებენ

გავრცელებული ცნობებით, ვიდეო რეფერის ტექნოლოგიას, მომავალი წლიდან საფრანგეთის ჩემპიონატშიც გამოიყენებენ.

ამის შესახებ ლიგა 1-ის ხელმძღვანელებმა განაცხადეს და აღნიშნეს, რომ ტექნოლოგიის მწარმოებელ კომპანიასთან შეთანხმება თითქმის მიღწეულია.

ფრანგები მიიჩნევენ, რომ ვიდეო რეფერის ტექნოლოგია მათი ჩემპიონატისთვის აუცილებელია და ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

ამჟამად ვიდეო რეფერის სისტემა, იტალიისა და გერმანიის ჩემპიონატებში გამოიყენება.

მომავალი სეზონიდან მის გამოყენებას ესპანეთის ჩემპიონატშიც გეგმავენ, რას აპირებს ინგლისის პრემიერ ლიგა, ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები