ვლადიმირ ვაისი, გურამ კაშია, ლაშა დვალი
Aa
Aa

კაშია ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფშია | სლოვანმა აპოელ-ი გამოთიშა

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში აპოელ-ისა და „სლოვანის'' შეხვედრა 0:0 დასრულდა, კვიპროსის ჩემპიონმა 81-ე წუთიდან რიცხვობრივ უმცირესობაში, 10 ფეხბურთელით ითამაშა. პირველი მატჩი ვლადიმირ ვაისის გუნდმა 2:0 მოიგო და სლოვაკეთის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში გავიდა.

ლაშა დვალმა აპოელ-ის სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. ანალოგიურად, გურამ კაშიამ მთელი მატჩი მინდორზე გაატარა და გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი 88-ე წუთზე გააფრთხილეს.

მეორე ტაიმში 37 წლის გურამ კაშიამ „სლოვანი'' გოლისგან იხსნა, ცარიელი კარიდან ბურთი თავით გამოიტანა. 

ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში „სლოვანის'' მეტოქე „მიდტიულანდი'' იქნება. პირველი შეხვედრა 20 აგვისტოს დანიაში, ქალაქ ჰერნინგში გაიმართება, საპასუხო შეხვედრა - 27 აგვისტოს, ბრატისლავაში.

ლაშა დვალის აპოელ-ი ევროპა ლიგის ფლეი-ოფში ითამაშებს. აპოელ-ს კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში განაღდებული აქვს, თუმცა თუ ევროპა ლიგის ფლეი-ოფში წარმატებით ითამაშებს, კონფერენს ლიგაზე უფრო პრესტიჟული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება.

მსგავსი სიახლეები