გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძის არჩევანი - 69 ნომერი ლიონს არ ჰყოლია

ზუსტად ერთ კვირაში საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის ახალი სეზონი დაიწყება და ლიგა 1-ის სხვა ვარსკვლავებთან ერთად, ბუნებრივია ყურადღების ცენტრშია ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ბომბარდირი და „ოქროს ბუცის“ მფლობელი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც კლუბი შეიცვალა და „მეციდან“ მშობლიურ „ლიონში“ გადავიდა. ბუნებრივია 23 წლის ქართველი ფორვარდის ტრანსფერს „ოლიმპიკის“ გულშემატკივრები უდიდესი ოპტიმიზმით ხვდებიან და გიორგისთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში „ლიონის“ ერთ-ერთმა ფან-კლუბმა საინტერესო პოსტი გაავრცელა.

რას წერენ მიქაუტაძეზე

როგორც საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდსა და ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირს შეეფერება,

ბევრი მსურველები ჰყავდა, მაგრამ გიორგი მიქაუტაძემ არჩევანი გულის კარნახით გააკეთა და მომავალ სეზონში ჩვენი „ლიონისთვის“ გაიტანს. ალექსანდრ ლაკაზეტი 91 ნომერია, კორენტინ ტოლისო 88 იყო. აი 69 ნომერი აქამდე არასოდეს გვყოლია და იმედია, გიორგის არჩევანი ბოლომდე გაამართლებს.

როგორც უკვე მოგახსენეთ, ზუსტად ერთ კვირაში ლიგა 1 აიღებს სტარტს და გათამაშების პირველ ტურში მიქაუტაძე და მისი თანაგუნდელები სტუმრად „რენს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები