ბელგრადული დერბისას მომხდარი ჩხუბის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა
Aa
Aa

ბელგრადული დერბისას მომხდარი ჩხუბის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა

სერბეთის სუპერ ლიგის 22-ე ტურში, ბელგრადული დერბი შედგა, რომელიც ტრადიციულად, ძალიან დრამატული და არასაფეხბურთოდ სისხლიანი გამოდგა.

"პარტიზანისა" და "ცრვენა ზვეზდას" თამაშის დამთავრდებამდე 10 წუთით ადრე, ტრიბუნებზე ჩხუბი დაიწყო. როგორც შემდგომში დადგინდა ამის მიზეზი პარტიზანის ერთ-ერთი ფან-კლუბის გულშემატკივრების მოქმედება გახლდათ, რომლებიც ცდილობდნენ, რომ "გლობარის" (ასევე პარტიზანის ერთ-ერთი ფან-კლუბის) ტრიბუნები დაეკავებინათ. ჩხუბის შედეგად 20-ზე მეტი გულშემატკივარი დაშავდა, აქედან 4 საავადმყოფოში გადაიყვანეს. არეულობის გამო სერიოზული დაზიანება მიიღო ოთხმა პოლიციელმა.

სუპერ ლიგის დასრულებამდე 8 ტური რჩება. "ცრვენა ზვეზდა" ლიდერია და "პარტიზანს" 9 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები