კოპენჰაგენი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ოსტრავა
Aa
Aa

გოჩოლეიშვილის დებიუტი - კოპენჰაგენმა ბოლო წუთებზე მოიგო

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, „კოპენჰაგენმა“ საკუთარ მოედანზე ჩეხური „ოსტრავა“ მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

დანიური კლუბის ქართველი მცველი, გიორგი გოჩოლეიშვილი სათადარიგო სკამზე იყო, თუმცა, თამაშში მე-10 წუთზე, ტრავმირებულ ჰუესკასის მაგივრად ჩაერთო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. შესაბამისად, „კოპენჰაგენში“ ქართველი ფეხბურთელის დებიუტი წარმატებული გამოდგა, რადგან მისმა გუნდმა მოიგო და ამავდროულად კარიც მშრალად შეინახა.

გამარჯვების გოლი შეხვედრის მიწურულს, ვიქტორ ფროჰოლდტმა გაიტანა.

გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 15 აგვისტოს, ჩეხეთში გაიმართება, მანამდე კი „კოპენჰაგენი“ დანიის სუპერლიგის მე-4 ტურში სტუმრად „სონდერიისკეს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები