გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი, ტომ ქლევერლი
Aa
Aa

მასთან მუშაობა ამაღელვებელია, ასეთი ტექნიკა არასდროს მქონია - ქლევერლი ჩაკვეზე

„უოტფორდი’’ – „ბრენტფორდის’’ ამხანაგური მატჩი 1:1 დასრულდა. ამ შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძემ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, შეტევაში აქტიურად მონაწილეობდა. მის აქტივში გოლი და საგოლე პასი არაა, თუმცა „უოტფორდის’’ გოლისას მეტოქის მეკარეს კარგად აპრესინგებდა, რამაც შედეგი მოიტანა. გარდა ამისა, მატჩის საუკეთესო მომენტებში ჩაკვეს თამაშის რამდენიმე ეპიზოდი მოხვდა, თუმცა იყო ერთი მომენტი, როცა მიკელ დამსგორმა ჩაკვე მაგრად მოატყუა. საერთო ჯამში, ჩაკვემ კარგად ითამაშა, კარგ ფორმაშია, რაც „უოტფორდის'' მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმაც აღნიშნა.

ქლევერლიმ ჩაკვე სასტარტოში ათამაშა, 75-ე წუთზე ინსით შეცვალა.

მატჩის შემდეგ „უოტფორდის'' მთავარმა მწვრთნელმა ჩაკვეზე ისაუბრა: „ჩემთვის სამსახურში წასვლა და ასეთ ფეხბურთელთან მუშაობა ამაღელვებელია. ნამდვილი ტალანტია. ასეთი ტექნიკა მე არასდროს მქონია. მიყვარს მისი მისი მოძრაობები ბურთთან ერთად და თამაშის სტილი. ჩაკვე კარგ ფორმაშია და ჩემი საქმეა ეს ფორმა შეინარჩუნოს’’.

მსგავსი სიახლეები