გურამ ქუთათელაძე
Aa
Aa

„საკუთარი თავის მჯერა, შეცდომებზე ვიმუშავე“ | ქუთათელაძემ წონა ჩააბარა

გურამ ქუთათელაძე მომდევნო ბრძოლას ხვალ გამართავს და ჯორდან ვუჩენიჩს დაუპირისპირდება. „ქართველმა ვიკინგმა“ წონა დღეს ჩააბარა და მან და მისმა მეტოქემ ერთნაირი წონა, 70.3 კგ დააფიქსირეს.

„დამირ ისმაგულოვთან და ელვეს ბრენერთან რთული ბრძოლები მქონდა, მაგრამ MMA სწორედ ასეთი სპორტია. ზოგჯერ იმარჯვებ, ზოგჯერ კი გაკვეთილებს იღებ და ბოლო ორ ჩხუბში სწორედ ეს გამოვიარე. ჩემს გუნდსა და მეგობრებს ველაპარაკე, საშინაო დავალება შევასრულე და შეცდომებზე ვიმუშავე.

ცვლილებები განვახორციელეთ და არსენალი გავაუმჯობესეთ. საუბარი მაქვს არა მხოლოდ ათლეტურობაზე, არამედ მენტალურ და ფსიქოლოგიურ საკითხებზეც. ორი წაგება რთული გადასატანი იყო, მაგრამ ცხოვრებაში ბევრად მძიმე დარტყმები მიმიღია.

ჩემი მომდევნო მეტოქე? მრავალმხრივი მებრძოლია. კარგი დგომი და ჯიუ-ჯიცუ აქვს, თუმცა, ვფიქრობ, მასზე უკეთესი სტრაიკინგი, ჯიუ-ჯიცუ და ჭიდაობა მაქვს. საკუთარი თავის მჯერა და ვიცი, რომ ჩხუბი სადაც არ უნდა გადავიდეს, ყველაფრისთვის მზად ვიქნები“, - განაცხადა ქუთათელაძემ.

ცნობისთვის, UFC-ში დებიუტანტია. მან კონტრაქტი ახლახან გააფორმა და ეს მისი პირველი ბრძოლა იქნება. MMA-ში მის ანგარიშზე ჯამში 13 მოგება და 2 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუდუმ გამაოცა - კარლსრუეს მწვრთნელმა ზივზივაძეზე ისაუბრა
ბუდუმ გამაოცა - კარლსრუეს მწვრთნელმა ზივზივაძეზე ისაუბრა