ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

„კვარამ მოთხოვნები გაზარდა, რამაც მოლაპარაკებები კიდევ უფრო გაართულა“ - Gazzetta

გავლენიანი იტალიური გაზეთი la Gazzetta dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლებსა და „ნაპოლის“ შორის არსებულ მოლაპარაკებებზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ პროცესი ჩიხში შევიდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ქართველი შემტევის გარემოცვამ მოთხოვნები გაზარდა, რომლის დაკმაყოფილებაზეც „ნაპოლი“ უარს ამბობს.

რა წერია სტატიაში:

ხვიჩა კვარაცხელიასთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. პსჟ-სგან მიღებული შეთავაზების შემდეგ, რომელიც წლიურად 11 მილიონ ევროს ითვალისწინებს, ხვიჩა კვარაცხელიას პოზიცია გაძლიერებულია. ამის გამო, ქართველმა მოთხოვნები გაზარდა და კონტრაქტის განახლების შემთხვევაში კლუბისგან 8 მილიონ ევროს ითხოვს. „ნაპოლის“ წინადადება კი უცვლელია - 5.5 მილიონი ევრო და ხელშეკრულების 2029 წლამდე გახანგრძლივება.

ეს არის ციფრი, რომელიც ძველი 1.8 მილიონის შემდეგ მნიშვნელოვან ზრდას წარმოადგენს. ამ ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელიას ორი ვარიანტი აქვს - დათანხმდეს შეთავაზებას და მიიღოს ფული, ან დარჩეს ძველი კონტრაქტის პირობებით, რითაც ექნება შესაძლებლობა, რომ 2025 წელს კლუბს მისი გაყიდვა აიძულოს. ანტონიო კონტეს ამ ეჭვებით თავისი ნეაპოლური მოგზაურობის დაწყება არ სურს, მაგრამ მენეჯმენტი ფეხბურთელისგან პასუხს ამ დრომდე ელის.

ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით, ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლები და „ნაპოლის“ ხელმძღვანელები შეთანხმებას ამ დრომდე ვერ აღწევენ. ჯერჯერობით, უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა, იტალიურ მედიაში აქტიურად წერენ, რომ მიმდინარე ზაფხულში ნეაპოლური გუნდი ქართველ შემტევს არ გაუშვებს. შეგახსენებთ, რომ პსჟ-მა „ნაპოლის“ ხვიჩას სანაცვლოდ 110 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა, აურელიო დე ლაურენტისმა ტრანსფერი დაბლოკა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„რომას ინტერესი სერიოზულია და შეთავაზებაც მზადდება“ - იტალიური მედია მიქაუტაძეზე
„რომას ინტერესი სერიოზულია და შეთავაზებაც მზადდება“ - იტალიური მედია მიქაუტაძეზე