ნელსონ სემედუ
Aa
Aa

„ავტობუსი ჩააყენეს და კონტრშეტევებზე თამაშობდნენ“ | სემედუ საქართველოსთან მატჩზე

პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელმა, ნელსონ სემედუმ საქართველოსთან გამართული მატჩი შეაფასა, რომელიც „სელესაომ“ 0:2 წააგო. სემედუმ განაცხადა, რომ „ჯვაროსნებმა“ ავტობუსი ჩააყენეს და აქცენტი კონტრშეტევებზე გააკეთეს.

„ბევრი დრო გვქონდა, რათა მატჩი შემოგვეტრიალებინა. საქართველომ კარგად ითამაშა, ავტობუსი ჩააყენა და კონტრშეტევებზე გადმოდიოდა. უნდა გავაანალიზოთ, რომ კარგი შთაბეჭდილება არ დაგვიტოვებია და აუცილებელია, მომდევნო შეხვედრაში უკეთესები ვიყოთ.

გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც მთელი ძალებით იცავენ თავს, საჭიროა, გადაადგილებისას მოთმინება გამოიჩინო, ბურთი ერთი ფლანგიდან მეორეზე გადაიტანო და მეტოქის დაცვა გაწელო. ამასთან, მნიშვნელოვანია, ზედმეტი შეხებები არ გქონდეს და სივრცეები იპოვო, რაც უმაღლეს დონეზე არ გამოგვივიდა“.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით იმარჯვა. ჩვენი გუნდი მერვედფინალში გავიდა და მისი მომდევნო მეტოქე ესპანეთის ნაკრებია, რომელმაც ჯგუფში სამივე შეხვედრა მოიგო და გოლი ჯერ არ გაუშვია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან ბედნიერი ვარ, სიტყვებს ვერ ვპოულობ“ | სანიოლის პრესკონფერენცია
„ძალიან ბედნიერი ვარ, სიტყვებს ვერ ვპოულობ“ | სანიოლის პრესკონფერენცია