ალექსანდრე კალანდაძე
Aa
Aa

ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო - დინამოს კაპიტნის შეფასება

თბილისის „დინამოს“ 23 წლის კაპიტანს, ალექსანდრე კალანდაძეს ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი აქვს გამართული და ორივე შემთხვევაში მას შანსი ვილი სანიოლმა მისცა. ცენტრალური მცველის დებიუტი ნორვეგიელებთან 2023 წლის 12 სექტემბერს ოსლოში შედგა, სადაც სრულად ითამაშა. 16 ნოემბერს კი თბილისში შოტლანდიელებთან მატჩში ის 78-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილის მაგივრად ჩაერთო. კალანდაძემ Crystalsport-თან საუბარში თურქეთი-საქართველოს დაპირისპირებას ასეთი შეფასება მისცა.

რა თქვა დინამოს კაპიტანმა

მიუხედავად წაგებისა, ეს იყო საქართველოს ნაკრების მონაწილეობით ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა. დიდი მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის, თავგანწირვისთვის და ასეთი თამაშის ჩატარებისთის. მე მათი ბოლომდე მჯერა და მწამს, რომ ჯგუფიდან გასვლა შეგვიძლია. რაც შეეხება მთლიანად ჩემპიონატს, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე ესპანეთისა და ინგლისის ნაკრებებმა.

ალექსანდრე კალანდაძემ ამჟამად თბილისის „დინამოსთან“ ერთად საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერ თასისთის ემზადება, რომლის ნახევარფინალში ის და მისი თანაგუნდელები დედაქალაქის დერბიში „იბერიას“ შეხვდებიან. ივლისის დასაწყისში კი ქვეყნის 19-გზის ჩემპიონი უეფას კონფერენს ლიგაში პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე მონტენეგროს „მორნარი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები