ხვიჩა კვარაცხელია, მაიკა რიჩარდსი
Aa
Aa

„მასში სწორედ ეს მომწონს“ | რა თქვა მაიკა რიჩარდსმა კვარაზე

„მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, მაიკა რიჩარდსმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ინგლისელმა მცველმა, რომელიც საფეხბურთო გადაცემა CBS Sports Golazo-ს წამყვანია, „კვარა“ შეაქო და დაასახელა ის, რაც მასში ყველაზე მეტად მოსწონს.

„ხვიჩა კვარაცხელია ტოპ დონის ფეხბურთელია. ის, რაც ბოლო სეზონების განმავლობაში ნაპოლიში გააკეთა, საოცრება იყო. საოცარი მოთამაშეა. 2023/24 წლების სეზონში ისეთი ბრწყინვალე არ ყოფილა, როგორიც საჩემპიონო სეზონში. როცა ნაპოლიმ სკუდეტო მოიგო, კვარაცხელიას უმნიშვნელოვანესი როლი ჰქონდა, ყველაფერში რასაც გუნდი აკეთებდა.

ხვიჩა კარგად მოძრაობს, ძალიან ჭკვიანია და გასაქცევად მომენტის შერჩევა შეუძლია. მასში სწორედ ეს მომწონს. კვარაცხელიას შეუძლია, როგორც ცენტრისკენ შეიჭრას, ისე ფლანგზე განაგრძოს სვლა“.

შეგახსენებთ, რომ თურქეთთან შეხვედრაში, „კვარას“ 10-დან 3 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა, მეტოქის კარისკენ ერთხელ დაარტყა, ბურთს 59-ჯერ შეეხო და 33-დან 31 ზუსტი პასი გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქაბაბი ხაჭაპურზე უკეთესია“ | თურქი ჟურნალისტები გამარჯვების შემდეგ
„ქაბაბი ხაჭაპურზე უკეთესია“ | თურქი ჟურნალისტები გამარჯვების შემდეგ