საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, ვინჩენცო მონტელა
Aa
Aa

სივრცეებს კარგად კეტავენ და მწვავე კონტრშეტევები აქვთ - მონტელა საქართველოს ნაკრებზე

ევრო 2024-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ მატჩს თურქეთთან გამართავს, რომლის მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ თურქულ მედიასთან საქართველოს ნაკრებზე ისაუბრა.

ვინჩენცო მონტელა: „ევრო 2024 იწყება, ვღელავთ, მაგრამ ამბიციურები უნდა ვიყოთ, ქულების მოსაპოვებლად მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. სტრესმა ხელი არ უნდა შეგვიშალოს, უნდა გაგვაძლიეროს. მსურს რწმენითა და თავდაჯერებით ვითამაშოთ.

ჩვენი პირველი მიზანი საქართველოსთან მატჩით იწყება, მეორე მიზანი კი ჯგუფიდან გასვლაა. გვსურს წინ ნაბიჯ-ნაბიჯ წავიდეთ.  უნდა გვქონდეს დიდი ოცნებები, მაგრამ წინ პატარა ნაბიჯებით უნდა ვიაროთ. დიდი მიზნები უნდა დავისახოთ, მაგრამ ამ მიზნისკენ შესაბამისი ნაბიჯებით ვიაროთ, რადგან თუ დიდი ნაბიჯის გადადგმას შევეცდებით, ფეხის დაცდენისა და წაქცევის შანსი გაიზრდება.

საქართველოს ნაკრები კომპაქტურად თამაშობს, ქართველი ფეხბურთელები სივრცეებს კარგად კეტავენ და მწვავე კონტრშეტევებით გამოირჩევიან, მაგრამ მოთმინება გვჭირდება. ამ მატჩში მოთმინება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

პირველი მატჩის მოგება ყველას სურს. თუ გავიმარჯვებთ, ეს ჩემს დაბადების დღეზე კარგი საჩუქარი იქნება''.

ევრო 2024 | საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

18 ივნისი | თურქეთი - საქართველო | 20:00

22 ივნისი | საქართველო - ჩეხეთი | 17:00

26 ივნისი | საქართველო - პორტუგალია | 23:00

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები