ვინჩენცო მონტელა
Aa
Aa

მონტელამ სასტარტო შემადგენლობა შეარჩია | თურქეთი საქართველოსთვის ემზადება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 18 ივნისს გამართავს და თბილისის დროით, 20:00-ზე, თურქეთს დაუპირისპირდება. თურქულ პრესაში მოახლოებულ მატჩზე ბევრი იწერება და ცნობილმა გამოცემამ, Fanatik-მა „თეთრ-წითლების“ თავკაცის, ვინჩენცო მონტელას არჩევანზე გაამახვილა ყურადღება.

Fanatik-ის მიხედვით, მონტელას შერჩეული ჰყავს ის 11 ფეხბურთელი, რომლებიც „ჯვაროსნებთან“ დაპირისპირებას ძირითად შემადგენლობაში დაიწყებენ. თურქეთის ნაკრების კარს მერთ გიუნოკი დაიცავს, რომელმაც პოლონეთის წინააღმდეგ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. დაცვის ხაზში ადგილი გარანტირებული აქვთ ზეკი ჩელიკს (მარჯვენა მცველი), აბდულკერიმ ბარდაქჩისა (ცენტრალური მცველი) და ფერდი კადიოღლუს. კადიოღლუს ტრავმა აწუხებდა, მაგრამ როგორც ჩანს, საქართველოსთან ითამაშებს.

Fanatik-ის ცნობით, ცენტრალური მცველის პოზიციაზე, ბარდაქჩის პარტნიორი კაან აიჰანი იქნება. მერიჰ დემირალისა და სამეთ აკაიდინის ცუდი ფორმის გამო, მონტელამ აიჰანის, რომელიც საყრდენი ნახევარმცველია, უკან დაწევა გადაწყვიტა. ნახევარდაცვაში ჰაკან ჩალჰანოღლუსა და ისმაილ იუკშეკის დუეტს ვიხილავთ. არდა გიულერი მარჯვენა ფლანგზე ითამაშებს, ორკუნ კეკჩიუ ცენტრში, ხოლო კენან იილდიზი მარცხნიდან შეუტევს.

ცენტრალური თავდამსხმელი ბარის ალპერ ილმაზი იქნება. მან პოლონეთთან გამართულ ამხანაგურ მატჩში გუნდი გამოაცოცხლა და იტალიელმა სპეციალისტმა არჩევანი მასზე სწორედ ამიტომ შეაჩერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორი დინამოს არსებობას არ გამოვრიცხავ - ჟორდანია დანებებას არ აპირებს
ორი დინამოს არსებობას არ გამოვრიცხავ - ჟორდანია დანებებას არ აპირებს