გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ევრო 2024 | კვერკველიამ გუნდთან ერთად ივარჯიშა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების  ფარგლებში ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე კიდევ ერთი ვარჯიში გამართა. 

14 ივნისის საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ოთარ კიტეიშვილმა ინდივიდუალურად, დარბაზში ივარჯიშა, ისევე როგორც გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელსაც სამწვრთნელო შტაბმა დასვენების საშუალება მისცა. 

ვარჯიშის დაწყებამდე მედიის კითხვებს საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა უპასუხა. 

გიორგი მამარდაშვილი (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი): „გუნდში საბრძოლო განწყობაა. ვემზადებით სრული შემართებით სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის. ჩემი აზრით, რთული იქნება, თუმცა არა შეუძლებელი. კარგი მატჩები გველის. 100 პროცენტით მზად ვართ და ვიბრძოლებთ.  

ფეხბურთია და თამაში ნებისმიერ გუნდთან შეიძლება. თურქეთთან რთული მატჩი გველის. იქნება გარკვეული წნეხი, მეტოქეს დიდი მხარდაჭერა ექნება, თუმცა ქართველი გულშემატკივრების მხარდაჭერა არ მოგვაკლდება. მათ გასახარებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ. 

დიდი ენერგიით დავიმუხტეთ ღია ვარჯიშზე. ყოველდღიურად, თითოეული ფეხბურთელი დიდი მხარდაჭერას ვგრძნობთ. ვიცით, რომ ქომაგები მთელი გულით გვგულშემატკივრობენ და ჩვენც ვეცდებით, რომ გავახაროთ და გავიდეთ ჯგუფიდან“.

შემდეგ ვარჯიშს საქართველოს ნაკრები 15 ივნისს, ცენტრალური ევროპის დროით, 17:00 საათზე გამართავს. ევრო 2024-ის მოსამზადებელი შეკრების ფარგლებში, ვარჯიში გერმანიაში, ფელბერტში, IMS არენა-ს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება. ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებისთვის, 16:15 საათიდან სავარჯიშო პროცესის დაწყებამდე შერეული ზონა (Mixedzone) იმუშავებს.

16 ივნისს მედია აქტივობა დაგეგმილი არ არის, ხოლო 17 ივნისს ჩვენი გუნდი მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშებს. აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის საწყისი 15 წუთი ღია იქნება. ვარჯიშის დაწყებამდე მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება. 

17 ივნისის განრიგი | დორტმუნდი

17:45 - საქართველოს ნაკრების მატჩისწინა პრესკონფერენცია

18:30 - საქართველოს ნაკრების ვარჯიში

წყარო: nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკო ლიგა 1-ში? | სენტ-ეტიენი მის ტრანსფერზე სერიოზულად ფიქრობს
ზურიკო ლიგა 1-ში? | სენტ-ეტიენი მის ტრანსფერზე სერიოზულად ფიქრობს