კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

კონორ მაკგრეგორის ვარაუდი | ვინ მოიგებს ევრო 2024-ს

ევრო 2024-ის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება და UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა საკუთარი პროგნოზი გაგვიზიარა. 35 წლის ირლანდიელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ესპანეთის ნაკრების ტრიუმფი ივარაუდა.

„ვამოს ესპანეთი! მარტივი ფული ესპანეთის ჩემპიონობაზე ჩემს დაბადების დღე! მშვენიერი მილიონი მაკისთვის“, - ნათქვამია კონორის პოსტში. მაკგრეგორმა „ფურია როხას“ გამარჯვებაზე 83 500 ევრო განათავსა და მილიონს იგებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები B ჯგუფშია და მისი მეტოქეები იტალია, ხორვატია და ალბანეთი არიან. „ფურია როხა“ პირველ შეხვედრას 15 ივნისს გამართავს და ხორვატიას დაუპირისპირდება. მეორე ტურში, მისი მეტოქე იტალიაა, ხოლო ჯგუფურ ეტაპს ალბანეთთან გასამართი მატჩით ასრულებს.

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: დავიდ რაია (არსენალი); ალექს რემირო (სოსიედადი); უნაი სიმონი (ბილბაო);

მცველები: დანი კარვახალი (რეალი); რობინ ლე ნორმანი (სოსიედადი); დანი ვივიანი (ბილბაო); ნაჩო ფერნანდესი (რეალი); ალექს გრიმალდო (ლევერკუზენი); აიმერიკ ლაპორტი (ალ ნასრი); ხესუს ნავასი (სევილია); მარკ კუკურელია (ჩელსი);

ნახევარმცველები: მიკელ მერინო (სოსიედადი); ფაბიან რუისი (პსჟ); ალექს ბაენა (ვიიარეალი); როდრი ერნანდესი (სიტი); მარტინ სუბიმენდი (სოსიედადი); პედრი გონსალესი (ბარსელონა); ფერმინ ლოპესი (ბარსელონა);

თავდამსხმელები: ალვარო მორატა (ატლეტიკო); დანი ოლმო (ლაიპციგი); ფერან ტორესი (ბარსელონა); ნიკო უილიამსი (ბილბაო); ლამინე იამალი (ბარსელონა); მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი); ხოსელუ (რეალი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თურქეთთან და ჩეხეთთან შანსი არ აქვთ“ | საქართველო The Score-ის რეიტინგში
„თურქეთთან და ჩეხეთთან შანსი არ აქვთ“ | საქართველო The Score-ის რეიტინგში