ESPN-ი საქართველოს ყველაზე სუსტად არ თვლის, საფრანგეთი ფავორიტია
Aa
Aa

ESPN-ი საქართველოს ყველაზე სუსტად არ თვლის, საფრანგეთი ფავორიტია

ამერიკული სპორტული გამოცემა ESPN-ი ევრო 2024-ის ფავორიტთა სიას აქვეყნებს. მათი პროგნოზით ტურნირის მთავარი ფავორიტი საფრანგეთია.

ამერიკულმა გამოცემის თანახმად მეორე ადგილი პორტუგალიამ დაიკავა, მესამეზე ინგლისია.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ბრიტანული გამოცემებისგან განსხვავებით ESPN-მა ვილი სანიოლის გუნდი ბოლო ადგილზე არ დაასახელა და მათ 22-ე ადგილი მიანიჭა.

ევრო 2024-ის ფავორიტების რეიტინგი ESPN-ის მიხედვით ასე გამოიყურება:

1. საფრანგეთი; 2. პორტუგალია; 3. ინგლისი; 4. გერმანია; 5. ესპანეთი; 6. ბელგია; 7. იტალია; 8. ხორვატია; 9. ნიდერლანდები; 10. ავსტრია; 11. დანია; 12. უკრაინა; 13. თურქეთი; 14. შვეიცარია; 15. შოტლანდია; 16. უნგრეთი; 17. სლოვაკეთი; 18. სერბეთი; 19. პოლონეთი; 20. ჩეხეთი; 21. სლოვენია; 22. საქართველო; 23. რუმინეთი; 24. ალბანეთი.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024 სტარტს 14 ივნისს აიღებს. გახსნითი მატჩი გერმანიასა და შოტლანდიას შორის ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება. საქართველო კი თურქეთს 18 ივნისს 20:00 საათზე დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საკადრო პრობლემები თურქეთის ნაკრებში | საქართველოსთან ორი ფეხბურთელის გარეშე?
საკადრო პრობლემები თურქეთის ნაკრებში | საქართველოსთან ორი ფეხბურთელის გარეშე?