საკადრო პრობლემები თურქეთის ნაკრებში | საქართველოსთან ორი ფეხბურთელის გარეშე?
Aa
Aa

საკადრო პრობლემები თურქეთის ნაკრებში | საქართველოსთან ორი ფეხბურთელის გარეშე?

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის მმართველი საბჭოს წევრმა, ჰამიტ ალტინტოპმა ნაკრების ორ ფეხბურთელზე, ისმაილ იუკშეკსა და ფერდი კადიოღლუზე ისაუბრა. ალტინტოპის თქმით, ისინი 100 პროცენტით მზად არ არიან და არის ალბათობა, საქართველოსთან მატჩი გამოტოვონ.

„ისმაილ იუკშეკი და ფერდი კადიოღლუ თავს კარგად გრძნობენ, მაგრამ 100 პროცენტით მზად არ არიან. მხოლოდ ერთი მატჩი რომ იყოს ჩასატარებელი, შეგვეძლო გაგერისკა და ისინი გეთამაშებინა, მაგრამ ასე არაა. თუ პირველ შეხვედრაში არა, მეორე ან მესამე მატჩში მიიღებენ მონაწილეობას“.

თურქული პრესის ცნობით, კადიოღლუ და იუკშეკი საქართველოსთან ძირითადი შემადგენლობის წევრები უნდა ყოფილიყვნენ. კადიოღლუ უნივერსალია და ნაკრებში მარცხენა მცველის, ცენტრალური ნახევარმცველის, შემტევი ნახევარმცველის, მარცხენა გარემარბისა და მარჯვენა მცველის პოზიციაზე უთამაშია. იუკშეკი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ასპარეზობს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების თამაშს 18 ივნისს ვიხილავთ. მატჩი „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართება და თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ“ | კვარას ინტერვიუ UEFA-სთან
„მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ“ | კვარას ინტერვიუ UEFA-სთან