ტომაშ ჰოლეში
Aa
Aa

„საქართველოსთან და თურქეთთან იგივე გველოდება“ | ჩეხეთის ნაკრების მცველი

ჩეხეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება და მეორე ამხანაგური შეხვედრა ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართა. ივან ჰაშეკის გუნდს მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწია და პატრიკ შიკისა და ანტონინ ბარაკის თერთმეტმეტრიანებით 2:1 იმარჯვა.

მატჩის შემდეგ, ჩეხეთის ნაკრების მცველს, ტომაშ ჰოლეშს ჩრდილოეთ მაკედონიელი ფეხბურთელების ქმედებებზე ჰკითხეს. ჟურნალისტმა აქცენტი მეტოქის მიერ დროის გაყვანის მცდელობებზე გააკეთა და ჰოლეშმა ივარაუდა, რომ თურქეთთან და საქართველოსთანაც იგივე მოხდება.

„რამდენად გვაწუხებდა ის ფაქტი, რომ მეტოქე დროის გაყვანას აქტიურად ცდილობდა? ეს ძალიან უსიამოვნო იყო. გვინდოდა, მაღალი ტემპი შეგვენარჩუნებინა, რათა ჩრდილოეთ მაკედონიელები დაბნეულიყვნენ და ზონები დარჩენოდათ, მაგრამ ისინი ხელს გვიშლიდნენ. დროს იყვანდნენ და მინდორზე წვებოდნენ. არის შანსი, საქართველოსთან და თურქეთთან გასამართ მატჩებშიც იგივე მოხდეს.

ჩრდილოეთ მაკედონია მეორე ნომრად თამაშობდა და სავარაუდოდ, საქართველოსთანაც მსგავსი შეხვედრა გვექნება. შესაბამისად, ძალიან კარგი გამოცდილება იყო, რომ ასეთ მატჩში მივიღეთ მონაწილეობა“.

შეგახსენებთ, რომ ჩეხეთის ნაკრები პირველ ტურში პორტუგალიას დაუპირისპირდება, 22 ივნისს კი საუკეთესოს ვინაობას საქართველოსთან გაარკვევს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
პოლონეთის გამარჯვება თურქეთთან - ლევანდოვსკიმ შესაძლოა ევრო 2024 გამოტოვოს
პოლონეთის გამარჯვება თურქეთთან - ლევანდოვსკიმ შესაძლოა ევრო 2024 გამოტოვოს