გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდაშვილი და ნიუკასლი გამოირიცხა | ინტერესი ორ ინგლისურ გრანდს აქვს

გიორგი მამარდაშვილს „ნიუკასლს“ დიდი ხნის განმავლობაში უკავშირებდნენ. იწერებოდა, რომ „კაჭკაჭებს“ მეკარის დამატება სურდათ და მათი სიის სათავეში ქართველი ღამურა გახლდათ, მაგრამ ვითარება შეიცვალა და ინგლისელებმა არჩევანი სხვა ფეხბურთელზე შეაჩერეს.

ცნობილი სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ნიუკასლი“ ჯეიმს ტრაფორდს გაიფორმებს. „კაჭკაჭებმა“ ინგლისელ მეკარესთან სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და წინადადებას, რომელიც 15 მილიონ გირვანქა სტერლინგს პლუს ბონუსები იქნება, „ბარნლის“ უახლოეს დღეებში გაუგზავნიან. დიდი ალბათობით, ტრანსფერს წინ არაფერი დაუდგება და „ნიუკასლი“ გარიგებას მალე დახურავს.

რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის პარალელურად, ესპანურ პრესაში დაიწერა მიზეზებზე, რომელთა გამოც, „ნიუკასლმა“ მამარდაშვილზე უარი თქვა. Relevo-ს ჟურნალისტის, ნაჩო სანჩისის მიხედვით, „კაჭკაჭებს“ ახალ გოლკიპერში 30 მილიონ ევროზე მეტის გადახდა არ უნდათ, „ვალენსია“ კი მინიმუმ 35 მილიონს ითხოვს, რამაც ინგლისელებს სხვა ვარიანტების მოძებნა გადააწყვეტინა.

სანჩისის მიხედვით, „მამარდა“ „ლივერპულისა“ და „ჩელსის“ რადარებზეც იმყოფება, თუმცა, ინგლისური გრანდები მის ტრანსფერზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაფიქრდებიან თუ მეკარეს გაუშვებენ. ცნობისთვის, მამარდაშვილს „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი ფასი 35 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოს თამაშის შესაძლებლობა მივეცით“ - მონტენეგროელები მატჩის შემდეგ
„საქართველოს თამაშის შესაძლებლობა მივეცით“ - მონტენეგროელები მატჩის შემდეგ