ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, ალექს ვოლკანოვსკი, დასტინ პორიე
Aa
Aa

ვოლკანოვსკი: ჩემი შემდეგი ბრძოლა სატიტულო იქნება

ქვემსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვსკი მიიჩნევს, რომ მისი მომდევნო ბრძოლა საჩემპიონო იქნება. საუბარია ილია თოფურიასთან წინააღმდეგ რემატჩზე.

თუმცა, UFC-ის გეგმები შესაძლოა არ ემთხვეოდეს მის ამბიციებს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ისინი პირველ რიგში იცავენ ჩემპიონის, თოფურიას ინტერესებს და ეძებენ ალტერნატიული ბრძოლების ვარიანტებს. მაგალითად, უახლოეს მეტოქედ მაქს ჰოლოუეი განიხილება.

ვოლკანოვსკიმ თავისი მოსაზრება და განზრახვა ESPN Australia-სთან საუბრისას გამოთქვა.

„ჩემი შემდეგი ბრძოლა ტიტულისთვის იქნება. ეს მხოლოდ დროის საკითხია. არ ვიცი, კონკრეტულად რა გეგმები მაქვს. მე არ ვავიწროებ UFC-ს, უბრალოდ ნელ-ნელა ვმოძრაობ და წინ მივიწევ. ასე რომ, არ ვიცი, აქვთ თუ არა მათ გეგმები. ზუსტად ვიცი, რომ ჩემი შემდეგი ბრძოლა ტიტულისთვის იქნება“.

ილიასთან რემატჩზე მიუხედავად ვოლკანოვსკის სურვილისა, ის უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა ვიხილოთ. გავრცელებული ინფორმაციით, UFC სექტემბერში თოფურიასა და ჰოლოუეის ბრძოლას გეგმავს, რომელიც ქართველისთვის ტიტულის პირველი დაცვა იქნება.

ვოლკანოვსკის კი შესაძლოა ამ ბრძოლის გამარჯვებულთან დაპირისპირება მოუწიოს. ეს ბრძოლა კი შესაძლოა 2025 წლამდე ვერ შედგეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ვოლკანოვსკი 1 წელი ოქტაგონის გარეშე რჩება. მას მოცდა დიდი ქნით მოუწევს. ეს კი შესაძლოა ზედმეტად ხანგრძლივი დასვენება გამოდგეს, რაც მებრძოლისთვის კარგი არასდროს არის.

აქედან გამომდინარე ივარაუდება, რომ ამ მონაკვეთში ვოლკანოვსკისა და დასტინ პორიეს ბრძოლას ვიხილავთ. საამისოდ საჭიროა, რომ ვეტერანმა ამერიკელმა მახაჩევთან მარცხის შემდეგ კარიერა არ დაასრულოს.

„შესაძლოა, თუ დასტინ პორიეს მოუნდება, ეს საოცარი ბრძოლა იქნება. ცხადია, ის კარგი ბიჭია, რომელიც მეტოქეს დიდ პატივს სცემს. მას დიდი სახელი აქვს, ძალიან, ძალიან სახალისო ბრძოლა იქნება",

- განაცხადა ვოლკანოვსკიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ახლო მეგობართან მეც არ ვიჩხუბებდი“ | შონ ომალი მერაბის პოზიციას იზიარებს
„ახლო მეგობართან მეც არ ვიჩხუბებდი“ | შონ ომალი მერაბის პოზიციას იზიარებს