საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

საუკეთესო დიზაინის მაისურები ევრო 2024-ზე | როგორია The Telegraph-ის რეიტინგი

Four Four Two-სა და The New York Times-ის შემდეგ, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მოასპარეზე ნაკრებების საშინაო და საგარეო მაისურების დიზაინები The Telegraph-მა შეაფასა. ბრიტანულმა გამოცემამ რეიტინგი შეადგინა და „ჯვაროსნების“ სათამაშო ფორმებმა ვერც მისი მოწონება დაიმსახურა.

The Telegraph-მა საქართველოს ნაკრების საშინაო ფორმა 48-დან 44-ე ადგილზე გაიყვანა და განაცხადა, რომ „ჯვაროსნების“ ეს მაისური ცოტათი ერთფეროვანია. 4 პოზიციით წინაა საქართველოს ნაკრების საგარეო ფორმა და რეიტინგში მე-40 გახლავთ.

ბრიტანული გამოცემის რჩეული საფრანგეთის ნაკრების საგარეო მაისურია. მეორე პოზიციაზე „მამლების“ საშინაო ფორმაა. მესამეზე ხორვატიის საგარეო მაისურს ვხედავთ, მეოთხეზე - გერმანიის საშინაო მაისურს, ხუთეულს კი ნიდერლანდების საშინაო ფორმა ასრულებს.

ცნობისთვის, The New York Times-მა საუკეთესო საშინაო ფორმები დაასახელა და 24 გუნდში, საქართველო მე-16 ადგილზე გაიყვანა. Four Four Two-ს მიხედვით, „ჯვაროსნების“ გასვლითი ფორმა 37-ე ადგილზეა. საქართველოს ნაკრების საშინაო ფორმას რაც შეეხება, თეთრსა და წითელ ფერში გადაწყვეტილი მაისური 30-ე პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლეაუს წარმოუდგენელი უნარები აქვს, მაგრამ კვარა უფრო...“ - ვეტერანი ფეხბურთელის შედარება
„ლეაუს წარმოუდგენელი უნარები აქვს, მაგრამ კვარა უფრო...“ - ვეტერანი ფეხბურთელის შედარება