ხვიჩა კვარაცხელია, ჯანლუკა დი მარციო, ანტონიო კონტე
Aa
Aa

ორი ხელშეუხებელი ფეხბურთელი | რა თქვა დი მარციომ კონტესა და ნაპოლიზე

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ჯანლუკა დი მარციომ „ნაპოლიში“ შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. დი მარციომ დაადასტურა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გახდება და ნეაპოლური კლუბი ოფიციალურ განცხადებას მალე გამოაქვეყნებს.

„ამ წუთებში, აურელიო დე ლაურენტისი იბიცადან ნეაპოლში ბრუნდება, რათა ანტონიო კონტეს დანიშვნა გამოაცხადოს. იტალიელ სპეციალისტთან ყველა დეტალზე შეთანხმებაა მიღწეული და კლუბის პრეზიდენტის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტს დაელოდეთ.

კონტეს მიზანია, ნაპოლი უმაღლეს მწვერვალზე დააბრუნოს და ყურადღებას გაამახვილებს შემადგენლობაზე, რომელმაც ორი სეზონის წინ, სკუდეტო მოიგო. მისთვის დი ლორენცო და კვარაცხელია ხელშეუხებლები არიან. ვნახოთ, ოსიმენთან მიმართებით რა მოხდება, რადგან ამ ეტაპზე, ვიქტორი ჩელსის რადარზე აღარაა. ნაპოლი შემადგენლობის გაძლიერებას საინტერესო და ხარისხიანი ახალგაზრდა ფეხბურთელებით შეეცდება და რამდენიმე ტრანსფერს უნდა ველოდოთ“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას გასაფორმებლად „პარი სენ-ჟერმენი“ აქტიურად მუშაობს და „ნაპოლის“ ჯერ 100 მილიონი, ხოლო შემდეგ 110 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. დე ლაურენტისი ქართველ ფეხბურთელს „პარტენოპეის“ მომავლისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ მოიაზრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არჩილ ბერიძეს 2 წლით საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა
არჩილ ბერიძეს 2 წლით საფეხბურთო საქმიანობა აეკრძალა