ჩაბი ალონსო, ლევერკუზენის ბაიერი
Aa
Aa

ისტორიაში მეორედ - ლევერკუზენი გერმანიის თასის გამარჯვებულია

გერმანიის თასის ფინალში ლევერკუზენის ბაიერი კაიზერსლაუტერნს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი მე-16 წუთზე გრანიტ ჯაკამ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ჩაბი ალონსოს გუნდი 44-ე წუთის შემდეგ კაცნაკლული დარჩა. მსაჯმა მინდვრიდან კოსუნუ გააძევა.

მეორე ტაიმში კაიზერსლაუტერნს რამდენიმე შანსი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა. ბურთს და მატჩს კი ძირითადად ლევერკუზენი აკონტროლებდა.

ცნობისთვის, ლევერკუზენის ბაიერმა გერმანიის თასი ისტორიაში მეორედ მოიგო. პირველად მათ ეს 1993 წელს შეძლეს.

შეგახსენებთ, რომ ჩაბი ალონსოს გუნდს ტრიპლეტის მოგების ბრწყინვალე შანსი ჰქონდა, თუმცა ევროპის ლიგის ფინალში ატალანტას წინააღმდეგ უშანსოდ დამარცხდა. მიუხედავად ამისა, ბაიერის ისტორიაში 2023/2024 წლების სეზონი საუკეთესოა. ლევერკუზენმა ბუნდესლიგა წაუგებლად მოიგო.

ჯაკას გოლი

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მოლაპარაკება განახლდა - ნაპოლი კვლავ კონტესთვის იბრძვის
მოლაპარაკება განახლდა - ნაპოლი კვლავ კონტესთვის იბრძვის