ნაპოლი, ანტონიო კონტე
Aa
Aa

მოლაპარაკება განახლდა - ნაპოლი კვლავ კონტესთვის იბრძვის

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ფრანჩესკო კალცონა ნაპოლის ტოვებს. აურელიო დე ლაურენტისი ახალი სპეციალისტის ძიებაშია.

ბოლო ინფორმაციით, ჯან პიერო გასპერინისთან არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. 61 წლის სპეციალისტი ჯერჯერობით ატალანტაში დარჩენას გეგმავს.

ბოლო ინფორმაციით, რომელსაც CalcioNapoli24 ავრცელებს ნაპოლი კვლავ ანტონიო კონტეს კანდიდატურას მიუბრუნდა.

იტალიელ მწვრთნელთან მოლაპარაკებას ნაპოლის ახალი სპორტული დირექტორი ჯოვანა მანა მართავს. მათ შორის საუბარი გუშინ შედგა, თუმცა რა შედეგით დასრულდა ჯერჯერობით უცნობია. მანა ყველაფერს აკეთებს, რომ კონტე დაითანხმოს.

წყაროს ცნობით, თუ კონტესთან მოლაპარაკება საბოლოოდ ჩაიშლება, ნაპოლი კვლავ სტეფანო პიოლის მიუბრუნდება, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ, მილანიდან მიდის.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
გუარდიოლა: “დაიმახსოვრეთ, მომავალში კომპანი სიტის მწვრთნელი გახდება“
გუარდიოლა: “დაიმახსოვრეთ, მომავალში კომპანი სიტის მწვრთნელი გახდება“