ხვიჩა კვარაცხელია, ნასერ ალ ხელაიფი, აურელიო დე ლაურენტისი, მამუკა ჯუღელი, ნიკოლო შირა
Aa
Aa

100 მილიონი - პსჟ-მ შეთავაზება გაზარდა! დე ლაურენტისს მეტი სურს

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო საგა გრძელდება. პსჟ ქართველი შემტევის გადასაბირებლად ბრძოლას განაგრძობს და „ნაპოლის“ ახალი გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს.

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, პარიზელებმა 80 მილიონიანი შეთავაზება გააუმჯობესეს და ხვიჩას სანაცვლოდ ამჯერად 100 მილიონს იხდიან.

წყარო წერს, რომ ყველაფერი დე ლაურენტისის ხელშია. აურელიოს ას მილიონზე მეტის მიღება სურს. დაახლოებით 120-130 მილიონის. საუბარი 150-ზეც არის, რაც ცალსახად რეალობას მოწყვეტილი თანხაა.

პარიზული კლუბის მხრიდან დაინტერესება, რომ სერიოზულია, ეს უკვე გამოჩნდა. ნასერ ალ ხელაიფის ფინანსური შესაძლებლობები, რომ უსასრულოა ესეც ვიცით. რამდენად შეძლებს დე ლაურენტისი თავისი პოზიციის დაცვას, ამას მალე გავიგებთ.

როგორც ცნობილია, პსჟ ხვიჩას წლიურად 8 მილიონ ევროს სთავაზობს. „ნაპოლი“ კი მას 2028 წლამდე დარჩენას და სეზონში ანაზღაურების სახით 4 მილიონ ევროს პლუს ბონუსებს ჰპირდება, რაც 2020 წელს ვიქტორ ოსიმენის პირველი კონტრაქტის ანალოგია.

გასულ კვირაში ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო შირამ დაწერა, რომ კვარა „ნაპოლის“ მხრიდან არსებული დამოკიდებულებით უკმაყოფილოა და თვლის, რომ კლუბი მას სათანადოდ არ აფასებს, რაც ფეხბურთელის მხრიდან სავსებით ლოგიკური რეაქციაა.

მამუკა ჯუღელსა და დე ლაურენტისს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა ყველა იტალიური გამოცემა ერთხმად წერს, რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოსაც არ არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანალიზი: უნდა ყოფილიყვნენ, თუ არა? | აქტუალური კითხვები და 11-ეული
ანალიზი: უნდა ყოფილიყვნენ, თუ არა? | აქტუალური კითხვები და 11-ეული