იუვენტუსი, ბოლონია, ტიაგო მოტა
Aa
Aa

მოტა ბოლონიას დასატოვებლად მზად არის - იუვენტუსთან კონტრაქტს მალე გააფორმებს

რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტიაგო მოტა იუვენტუსს მიუახლოვდა. Football Italia-ს ინფორმაციით, ტურინულმა გუნდმა იტალიელ სპეციალისტს 2-წლიანი კონტრაქტი და ხელფასის სახით 3.5 მილიონი ევრო შესთავაზა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო განახლებულ ინფორმაციას გვთავაზობს.

ვიგებთ, რომ მოტა ბოლონიას დასატოვებლად მზად არის და ის ხუთშაბათს პრეზიდენტს ამის შესახებ ამცნობს.

ასევე შეცვლილია იუვენტუსის შეთავაზება. „ბიანკონერი“ ტიაგოს 3-წლიან ხელშეკრულებას და გაზრდილ ხელფასს 5 მილიონი ევროს სახით სთავაზობს, რაზეც, როგორც ჩანს მოტა დათანხმდა.

შეგახსენებთ, რომ ტიაგო მოტამ 2023/2024 წლების სეზონში ბრწყინვალე სამუშაო შეასრულა. მისი ხელმძღვანელობით „ბოლონიამ“ სერია ა-ში 68 ქულა დააგროვა, მესამე ადგილზე გავიდა და მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თვის საუკეთესო გოლი | კვარას აღიარება იტალიაში
თვის საუკეთესო გოლი | კვარას აღიარება იტალიაში