ბუნდესლიგაში გადასვლასთან ერთ ნაბიჯში არიან | ბუდუს ახალი მსურველი გამოუჩნდა
ბუდუ ზივზივაძე კარგ ფორმაში იმყოფება და „კარლსრუეს“ რიგებში ნაჩვენები თამაშით ევროპული კლუბების ყურადღება მიიპყრო. რამდენიმე დღის წინ, ქართველი თავდამსხმელი „ტრაბზონსპორს“ დაუკავშირეს, დღეს კი ახალი ვარიანტის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
Crystalsport-ის ცნობით, ზივზივაძის გადაბირებით „სანქტ-პაულია“ დაინტერესებული. ჰამბურგული კლუბი ბუნდესლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციას იკავებს. „სანქტ-პაულს“ 63 ქულა აქვს და მე-3 ადგილზე მყოფ „დიუსელდორფს“ 4 ქულით უსწრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი და ფაბიან ჰიურზელერის ბიჭებს ბრწყინვალე შანსი აქვთ, უმაღლესი დივიზიონის საგზური მომდევნო შეხვედრაში, ბოლოადგილოსან „ოსნაბრუკთან“ გაინაღდონ.
Crystalsport-ის ინფორმაციით, ბუდუს ბუნდესლიგაში თამაში ძალიან უნდა და „სანქტ-პაულში“ გადასვლის პერსპექტივა ხიბლავს. ჰამბურგული კლუბი მის ტრანსფერზე 2022 წელსაც მუშაობდა, მაგრამ მაშინ „ფეჰერვარმა“ მის გაშვებაზე უარი განაცხადა. „ტრაბზონსპორს“ რაც შეეხება, თურქული კლუბი ზივზივაძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აკვირდება და ინტერესი კვლავინდებურად აქვს.
შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში, ზივზივაძემ მონაწილეობა 28 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 11 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა. ბუდუმ მოედანზე 1208 წუთი გაატარა და