გიორგი მამარდაშვილი, მარკო დმიტროვიჩი
Aa
Aa

შეხვედრა მადრიდელ კოლეგებთან მამარდაშვილის ტრანსფერზე

მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილის არაჩვეულებრივი თამაშის ფონზე, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ის „ვალენსიას“ დატოვებს და უფრო მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ კლუბში განაგრძობს კარიერას. მართალია ამჟამინდელი მონაცემებით „ღამურები“ კონფერენს ლიგის საგზურის მოპოვების შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებენ, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელებსაც აწყობთ, რომ 23 წლის ქართველი მეკარე სარფიან ფასად გაასხვისონ, რაც მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ერთ-ერთი ესპანური სპორტული გამოცემის ცნობით, „ვალენსიას“ პრეზიდენტი პიტერ ლიმი რამდენიმე დღის წინ მადრიდის „ატლეტიკოს“ წარმომადგენლებს შეხვდა და მათი მთავარი სასაუბრო თემა მამარდაშვილის ტრანსფერი იყო. როხიბლანკოს შეფები კარგად აცნობიერებენ, რომ 31 წლის ობლაკი მათ გუნდს მალე დატოვებს, მის იდეალურად შემცვლელად კი საქართველოს ნაკრების 23 წლის გოლკიპერს განიხილავენ, რომელსაც ვალენსიელები 40 მილიონ ევროდ აფასებენ. ლიმი ნამდვილად არ აპირებს მამარდაშვილის სანაცვლოდ აღებული ფული ახალი მეკარის შეძენაში დახარჯოს, რადგან მისი მიზანი „სევილიადან“ 32 წლის სერბის მარკო დმიტროვიჩის დამატებაა, რომლის გამოსასყიდი თანხაც სულ რაღაც 500 ათას ევროს შეადგენს.

 გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში ჩატარებული 33 მატჩიდან 12-ში კარი მშრალად შეინახა და 35 გოლი გაუშვა, „ალავესთან“ წინა ტურის შეხვედრა კი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. მომდევნო მატჩს „ღამურები“ კვირას, 12 მაისს, „მესტალიაზე“ „რაიო ვალეკანოსთან“ გამართავენ, რომელიც თბილისის დროით 20:30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კანისარესი: “თუ ვალენსიას მამარდაშვილის გაყიდვა სურს, ეს სერიოზული პრობლემაა“
კანისარესი: “თუ ვალენსიას მამარდაშვილის გაყიდვა სურს, ეს სერიოზული პრობლემაა“