ვილი სანიოლი
Aa
Aa

სანიოლი რანგნიკზე წინ | ევრო 2024-ის ნაკრებების თავკაცთა რეიტინგი

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ, Four Four Two-მ მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატს კიდევ ერთი საინტერესო სტატია მიუძღვნა. Four Four Two-მ ევრო 2024-ზე მონაწილე ნაკრებების მთავარი მწვრთნელების რეიტინგი შემოგვთავაზა და ვილი სანიოლი მე-15 პოზიციაზე გაიყვანა.

„ვილი სანიოლმა, ვინც ბაიერთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო და საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი აიღო, საქართველოში ლეგენდის სტატუსი გაინაღდა და კავკასიაში მდებარე პატარა ქვეყნის ნაკრები დიდ ტურნირზე ისტორიაში პირველად გაიყვანა. 2021 წელს დანიშნულმა სანიოლმა და მისმა ბიჭებმა ევრო 2024-ის საგზური ლუქსემბურგისა და საბერძნეთის დამარცხებით დაისაკუთრეს“, - წერს Four Four Two.

საინტერესოა, რომ სანიოლი უსწრებს რალფ რანგნიკს (ავსტრიის ნაკრების თავკაცი, ვისი გადაბირებაც ბაიერნს სურდა), ფრანჩესკო კალცონას (სლოვაკეთის ნაკრების თავკაცი, ნაპოლის დროებითი მთავარი მწვრთნელი), ედვარდ იორდანესკუს (რუმინეთის ნაკრების თავკაცი), სერგეი რებროვს (უკრაინის ნაკრების თავკაცი), მატიაზ კეკს (სლოვენიის ნაკრების თავკაცი), მურატ იაკინს (შვეიცარიის ნაკრების თავკაცი), მიხალ პრობეჟს (პოლონეთის ნაკრების თავკაცი), ივან ჰასეკსა (ჩეხეთის ნაკრების თავკაცი) და დრაგან სტოიკოვიჩს (სერბეთის ნაკრების თავკაცი).

ბრიტანული ჟურნალის რეიტინგში პირველი ადგილი დიდიე დეშამს (საფრანგეთის ნაკრების თავკაცი) უკავია. მეორე პოზიციაზე ლუჩანო სპალეტის ვხედავთ (იტალიის ნაკრები), მესამეზე იულიან ნაგელსმანია (გერმანიის ნაკრები), მეოთხეზე - გარეტ საუთგეიტი (ინგლისის ნაკრები), ხუთეულს კი ზლატკო დალიჩი (ხორვატია) ასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კიტეიშვილის ჯადოსნური კვირა“ | რას წერს ავსტრიული გაზეთი ქართველ ფეხბურთელზე
„კიტეიშვილის ჯადოსნური კვირა“ | რას წერს ავსტრიული გაზეთი ქართველ ფეხბურთელზე