მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, პატრიკ მიქსი
Aa
Aa

„მე და მერაბი მსოფლიოში საუკეთესოები ვართ“ | რას ამბობს Bellator-ის ჩემპიონი

MMA-ის ორგანიზაციის, Bellator-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, პატრიკ მიქსმა TMZ Sports-ს ინტერვიუ მისცა. „პატჩიმ“ საინტერესო განცხადება გააკეთა და დაასახელა მებრძოლები, რომლებიც მისი აზრით, სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში მსოფლიოში საუკეთესოები არიან.

„ეჭვი არ მეპარება, რომ UFC-ის ყველა მებრძოლის დაფინიშება შემიძლია. ერთადერთი გამონაკლისი მერაბ დვალიშვილია. მერაბი ძლიერი მებრძოლია. არ ვამბობ, რომ მას ვერ მოვუგებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მე და დვალიშვილი მსოფლიოში საუკეთესო სუპერმსუბუქწონოსანი მებრძოლები ვართ“.

როგორც მოგეხსენებათ, დვალიშვილი UFC-ის ჩემპიონი არაა და ტიტულს შონ ომალი ფლობს, მაგრამ მიქსი თვლის, რომ „მანქანა“ საუკეთესოა, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. გეტყვით იმასაც, რომ „პატჩის“ კარიერაში 20 ბრძოლა აქვს გამართული და 19-ჯერ იმარჯვა.

სხვათა შორის, რამდენიმე წუთის წინ, „მანქანამ“ სოციალურ ქსელში სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა. მერაბი შონ ომალის ორეულს ცეკვაში ეჯიბრება და მათთან ერთად ცნობილ ჟურნალისტს, დეივ შმულენსონსაც, მეტსახელად The Schmo-საც, ვხედავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე მე-3 ადგილზეა | აპრილის საუკეთესო ბომბარდირები
მიქაუტაძე მე-3 ადგილზეა | აპრილის საუკეთესო ბომბარდირები