გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

რომ არა გაძევება, მამარდა ვალენსიას რეკორდსმენი ხდებოდა

გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ყველა დროის რეკორდთან ერთ ნაბიჯში იყო, თუმცა სამწუხაროდ ლა ლიგის 33-ე ტურში მამარდა „ბარსელონასთან“ გააძევეს და ხსენებულ რეკორდსაც ვეღარ მოხსნის.

„ვალენსიას“ რიგებში მეკარეთა შორის ზედიზედ ჩატარებული მატჩების რეკორდი ანდონი სუბისარეტას ეკუთვნოდა, რომელმაც 1996-97 და 1997/98 წლების სეზონებს შორის ზედიზედ 72 მატჩი ჩაატარა. მამარდას ანგარიშზე კი „ბარსელონასთან“ შეხვედრისას 71 იყო.

2022/23 წლების სეზონიდან მამარდამ „ვალენსიას“ რიგებში 1 მატჩიც კი არ გამოტოვა და საწყის 33 შეხვედრაში 35 გოლი გაუშვა.

ამრიგად, მამარდაშვილმა ხელიდან ისტორიული შანსი გაუშვა. სუბისარეტას რეკორდი ხელშეუხებელი რჩება.

2007 წლის შემდეგ პირველად

2007 წლის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ პირველი მეკარეა, რომელიც მოედნიდან გააძევეს. ბოლოს ასეთი შემთხვევა 2007 წელს დაფიქსირდა, როდესაც „ვალენსია“ „ლევანტეს“ ეთამაშებოდა და მაშინ, მე-8 წუთზე მოედნიდან „ღამურების“ ლეგენდარული მეკარე, სანტიაგო კანისარესი გააძევეს. იმ მატჩში „ვალენსია“ 2:4 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მამარდაშვილის წითელი სასიცოცხლო მნიშვნელობის აღმოჩნდა“ - ბარახა ბარსასთან მარცხზე
„მამარდაშვილის წითელი სასიცოცხლო მნიშვნელობის აღმოჩნდა“ - ბარახა ბარსასთან მარცხზე