გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„დიდებული მეკარეობისთვის შეცდომები საჭიროა“ | Deportevalenciano მამარდაშვილზე

„გიორგი მამარდაშვილი: იმისთვის, რომ დიდებული მეკარე იყო, შეცდომების დაშვება საჭიროა“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Deportevalenciano-ს ჟურნალისტი, ტონი ერნანდესი და „ბარსელონასთან“ გამართულ მატჩს ეხმაურება. „ბლაუგრანასთან“ შეხვედრაში ქართველმა მეკარემ უხეში შეცდომა დაუშვა, რაც წითელ ბარათად დაუჯდა და ერნანდესი „მამარდას“ ამხნევებს.

„გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდება და იმედია, ამას ვალენსიას მაისურით ვიხილავთ. დღეს, იმ მატჩის შემდეგ, რომელშიც გიორგის შეცდომამ თამაშს გამოგვთიშა, ამ სიტყვების სათქმელად, ხმამაღლა სათქმელად, კარგი დღეა. კარგი დღეა, რადგან თუ არსებობს სიტყვა, რომელიც მიმდინარე სეზონში მამარდაშვილის თამაშის შესაფასებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ, ეს სიტყვა „საოცარი“ გახლავთ, ოღონდ დიდი ასოებით!

არ ვიცი, თამაში 11 vs 11-ზე რომ გაგრძელებულიყო, რა მოხდებოდა, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ როცა გიორგი მოედანზე იყო, რაღაც გრანდიოზულის გაკეთება და გამარჯვებაც კი შეგვეძლო. მისი გაძევება სამართლიანი გადაწყვეტილება იყო, თუმცა, გიორგი უიღბლო ვითარებაში აღმოჩნდა და ბურთი მაინცდამაინც ხელზე მოხვდა. დიახ, მსაჯის არჩევანს ეჭვქვეშ არავინ აყენებს და წითელი ბარათი მამარდაშვილის შეცდომამ განაპირობა, მაგრამ მერე რა?! ეს მისთვის კიდევ ერთი გამოცდილებაა და სხვანაირად უბრალოდ არ შეიძლება.

არ ვიცი, ვალენსია მას ზაფხულში გაუშვებს თუ არა, მაგრამ არ მგონია, მესტალიაზე მომდევნო 10 წელი დარჩეს. იმედი მაქვს, ეს მოხდება, მაგრამ მეეჭვება. და როცა მსოფლიოს საუკეთესო მეკარეთა შორის ვიხილავთ, რაც აუცილებლად მოხდება, გაგვახსენდება ყველაფერი, რასაც ჩვენ გუნდში აკეთებდა. გაგვახსენდება, რომ დიადი სეივებით ქულები მოჰქონდა და იყო დღეები, როცა შეცდომებსაც უშვებდა, რომლებიც გუნდს ძვირად უჯდებოდა, მაგრამ ეს მეკარის სამუშაოს განუყოფელი ნაწილია. თავი ასწიე და რაც არ უნდა მოხდეს, წინსვლა გააგრძელე დიდო ბიჭო“, - წერს Deportevalenciano-ს ჟურნალისტი.

ცნობისთვის, მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ ყოფნისას პირველად მიიღო წითელი ბარათი. ქართველი მეკარე მომდევნო ტურის შეხვედრას გამოტოვებს, რომელშიც „ღამურები“ 5 მაისს, საკუთარ მოედანზე „ალავესს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„წითელმა ბარათმა ჩვენი გეგმები შეცვალა“ | რა თქვა პეპელუმ მამარდას ეპიზოდზე
„წითელმა ბარათმა ჩვენი გეგმები შეცვალა“ | რა თქვა პეპელუმ მამარდას ეპიზოდზე