ზურიკო დავითაშვილი, მატიე დოსევი
Aa
Aa

შეუმჩნეველი იყო, მეტი შეუძლია - დავითაშვილი გააკრიტიკეს

საფრანგეთის ლიგა 2-ის 35-ე ტურში სტუმრად „ლავალთან“ 0-1 დამარცხების შემდეგ, როგორც ექსპერტები, ასევე ჟურნალისტები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ „ბორდოს“ რიგებში თუ ვინმე აქტიურობდა, ეს უპირველეს ყოვლისა ზურიკო დავითაშვილი იყო. თუმცა, 23 წლის ქართველ ფეხბურთელს კრიტიკოსიც გამოუჩნდა. მატიე დოსევი, რომელიც ფეხბურთელობის დროს საფრანგეთის სხვადასხვა კლუბში თამაშობდა, ახლა L’equipe-ში ექსპერტად მუშაობს და როგორც ლიგა 1-ის, ასევე ლიგა 2-ის მატჩებზე კომენტარებს აკეთებს. დოსევიმ „ლავალი“ – „ბორდოს“ მატჩის მიმოხილვის დროს დავითაშვილი ხშირად ახსენა

რა თქვეს ზურიკოზე

„ბორდოში“ არის ბევრი ფეხბურთელი, რომელთაგან განსაკუთრებულს არაფერს ელი და შესაბამისად, მათი გაკრიტიკება ყოველგვარ აზრს მოკლებულია. იგივეს მხოლოდ ორ ფეხბურთელზე, ალექსი პიტუსა და ზურიკო დავითაშვილზე ვერ ვიტყოდი. რუმინელი და ქართველი ჟირონდელების ლიდერები არიან და უნდა ცდილობდნენ თამაშის საკუთარ თავზე აღებას. ამის საპირისპიროდ, „ლავალთან“ ვნახეთ შეუმჩნეველი ალექსი და ზურიკო, არადა მათ გაცილებით მეტი შეუძლიათ.

ზურიკო დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში 34 მატჩი ითამაშა, საიდანაც 28 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და გარდა იმისა, რომ მეტოქე გუნდების კარი 6-ჯერ აიღო, ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. ლიგა 2-ის დარჩენილ სამ ტურში „ბორდო“ საკუთარ სტადიონზე „აიაჩოსა“ და “პაუს“, სტუმრად კი „კონკარნოს“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დავითაშვილის შესანიშნავი პასები - ბორდომ ლიგა 1-ის თეორიული შანსიც დაკარგა
დავითაშვილის შესანიშნავი პასები - ბორდომ ლიგა 1-ის თეორიული შანსიც დაკარგა