ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

დავითაშვილის შესანიშნავი პასები - ბორდომ ლიგა 1-ის თეორიული შანსიც დაკარგა

საფრანგეთის ლიგა 2-ის 35-ე ტურში „ლავალმა’’ შინ „ბორდო’’ 1:0 დაამარცხა. სეზონის დასრულებამდე 3 ტური რჩება, ჟირონდელები საუკეთესო ხუთეულს 11 ქულით ჩამორჩებიან და ლიგა 1-ში გადასასვლელ ფლეი-ოფში მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგეს.

ზურიკომ „ლავალის’’ წინააღმდეგ სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, 30-დან 27 პასი ზუსტად შეასრულა, მის აქტივში 2 საკვანძო გადაცემაა, ორივე შემთხვევაში შეტევა გამწვავდა, თუმცა ბოლო მომენტში „ლავალის'' მეკარე დამაჯერებელი იყო.

 

მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის 34 მატჩში (28 სასტარტოში) 6 გოლი შეაგდო და 6 საგოლე პასი შეასრულა.  დღევანდელ მატჩამდე ლიგა 2-ში ჩატარებულ ბოლო ხუთ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემით დაეხმარა გუნდს. სამწუხაროდ, დღეს მის აქტივში გოლი ან საგოლე პასი არ ყოფილა.

20-გუნდიან ლიგა 2-ში „ბორდო'' 44 ქულით მე-14 ადგილზეა, საუკეთესო ხუთეულს 11 ქულით ჩამორჩება, გასავარდნ ზონას 7 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში „ბორდო'' „აიაჩოს'' მიიღებს (3 მაისი, 22:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები