გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„აიაქსში არ ჩანდა, მაგრამ ისევ ტოპ ტრანსფერია?“ | De Telegraaf-მა მიქაუტაძეზე დაწერა

გიორგი მიქაუტაძე, ვინც „აიაქსის“ საკუთრებაა და „მეცშია“ განათხოვრებული, „ატლეტიკოს“ დაუკავშირეს და დაიწერა, რომ „როხიბლანკო“ მას თვალს აქტიურად ადევნებს. აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ნიდერლანდური გამოცემა, De Telegraaf-ი გამოეხმაურა და ქართველ თავდამსხმელზე დაწერა.

„აიაქსში უჩინარი ფეხბურთელი ისევ ტოპ ტრანსფერია? მართალია, ქართველი ფეხბურთელისთვის სეზონის პირველი ნაწილი, რომელიც ამსტერდამში გაატარა, ურთულესი გახლდათ, მაგრამ არის შანსი, ხმაურიანი ტრანსფერის მონაწილე მაინც გახდეს. მეცში იჯარით მყოფი მიქაუტაძე ევროპული კლუბების რადარებზე იმყოფება და ესპანურმა პრესამ იგი ატლეტიკოს დაუკავშირა.

სტატისტიკა, რომელსაც ქართველი თავდამსხმელი მეცში აფიქსირებს, არ იტყუება. გიორგიმ ბოლო 5 მატჩში 7 გოლი გაიტანა და ისეთი მაღალი დონის კლუბების კარი აიღო, როგორებიც ლილი და ლანსი არიან. მიუხედავად იმისა, რომ მეცში იანვარში გადავიდა, 12 გოლით უკვე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა შორისაა და მის ანგარიშზე 4 ასისტიცაა.

მიქაუტაძე აიაქსმა გასულ ზაფხულში დაიმატა და მის სანაცვლოდ 16 მილიონი ევრო გადაიხადა. სხვადასხვა მიზეზების გამო, მას ერიდივიზიეში თავის დამკვიდრება გაუჭირდა და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ყოფილ გუნდში სწორედ ამიტომ დაბრუნდა“, - წერს ნიდერლანდური გაზეთი.

ცნობისთვის, Opta-ს მიხედვით, 2024 წელს, მიქაუტაძე არის ფეხბურთელი, რომელსაც პროცენტულობით, საკუთარი გუნდის ყველაზე მეტ გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული. წლეულს, მიქაუტაძეს „მეცის“ გოლების 72 პროცენტში (18-დან 13 გოლი) მიუღია მონაწილეობა და მასზე უკეთესი შედეგი არავის აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სერია A-სთვის მზად არაა“ | საზონოვს რუსეთში დაბრუნება ურჩიეს
„სერია A-სთვის მზად არაა“ | საზონოვს რუსეთში დაბრუნება ურჩიეს