ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, პაოლო ბარჯიჯა
Aa
Aa

„კონტრაქტს არ განაახლებს, წასვლა უნდა“ - ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი კვარაზე

იტალიაში ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, პაოლო ბარჯიჯამ ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, ქართველი შემტევი „ნაპოლის“ დატოვებს.

რა თქვა ბარჯიჯამ:

„არ ვარ დარწმუნებული, რომ ხვიჩა „ნაპოლისთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ჩემი აზრით, მას წასვლა სურს. კვარას საკითხი მძიმე შემთხვევაა. კარგად უნდა შევაფასოთ, დავტოვოთ თუ გავყიდოთ ისეთი მოთამაშე, რომელიც კლუბის წარუმატებლობის გამო უკმაყოფილოა“.

ცნობისთვის, ევროპულ მედიაში არაერთი გუნდის ინტერესზე იწერება. სხვადასხვა სააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ზაფხულში, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას პსჟ ეცდება. პარიზელები მზად არიან ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 100-130 მილიონი ევრო გადაიხადონ.

პარალელურად, დღეს გავლენიანმა გაზეთმა la Gazzetta dello Sport-მა დაწერა, რომ აურელიო დე ლაურენტისმა ხვიჩას გარემოცვას პირველი ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა. იტალიური გამოცემის მტკიცებით, დე ლაურენტისი მზადაა ქართველ ფეხბურთელს ბონუსების ჩათვლით წლიურად 4 მილიონი ევრო გადაუხადოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვიცი ამას ვინც აკეთებს, ეს სანიოლი ურჩევს კვარას პსჟ-ს“ - ფრანგი ექსპერტი
„ვიცი ამას ვინც აკეთებს, ეს სანიოლი ურჩევს კვარას პსჟ-ს“ - ფრანგი ექსპერტი