ხვიჩა კვარაცხელია, ჯოვანი დი ლორენცო, სტანისლავ ლობოტკა
Aa
Aa

„კანდიდატი ბევრია, ამოცანა ერთი“ - Gazzetta-ს სტატია ხვიჩაზე და ნაპოლიზე

გავლენიანი იტალიური გამოცემა la Gazzetta dello Sport-ი დღევანდელ ნომერში ფრანჩესკო კალცონას სავარაუდო შემცვლელის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ნებისმიერ მწვრთნელს გუნდის აშენება ხვიჩა კვარაცხელიას, სტანისლავ ლობოტკასა და ჯოვანი დი ლორენცოს გარშემო მოუწევს.

რა წერია Gazzetta-ს სტატიაში:

ფრანჩესკო კალცონას წასვლის შემდეგ, დანიშვნის რამდენიმე კანდიდატი იქნება, ფავორიტები კი ვინჩენცო იტალიანო, ანტონიო კონტე, სტეფანო პიოლი და მაურიციო სარი არიან. ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა მოვიდეს, სამი ქვაკუთხედის შენარჩუნება მოუწევს - ხვიჩა კვარაცხელია, ჯოვანი დი ლორენცო და სტანისლავ ლობოტკა. ეს იქნება ხერხემალი, რომლითაც გუნდის შენება ხელახლა უნდა დაიწყოს. წარმატების მისაღწევად ამ მოწყენილი სამეულის გამოცოცხლება იქნება საჭირო.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ფრანჩესკო კალცონა „ნაპოლისთვის“ მესამე მწვრთნელია. სეზონის დასაწყისში გუნდი რუდი გარსიამ ჩაიბარა, რომელიც თანამდებობიდან ნოემბერში გაათავისუფლეს. ფრანგი მწვრთნელის სამუშაო გამოცდილმა იტალიელმა სპეციალისტმა, ვალტერ მაცარიმ გადაიბარა, რომელიც თებერვალში მოიხსნა და მის მაგივრად გუნდში დროებით მწვრთნელად ფრანჩესკო კალცონა მოვიდა.

33 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 49 ქულა აქვს და მე-8 ადგილზე იმყოფება. გუნდი ევროტურნირებზე მოსახვედრად იბრძვის, თუმცა, კონფერენს ლიგის ზონაში მყოფ „ლაციოს“ 3 ქულით ჩამორჩება. „პარტენოპეი“ გასულ ტურში „ემპოლისთან“ სტუმრად 1:0 დამარცხდა, მომდევნო შეხვედრას კი 28 აპრილს, საკუთარ მოედანზე „რომას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რამდენ კაციანი იქნება ვილი სანიოლის განაცხადი | გადაწყვეტილება მიღებულია
რამდენ კაციანი იქნება ვილი სანიოლის განაცხადი | გადაწყვეტილება მიღებულია