გიორგი მიქაუტაძე, მუჰამადუ დიალო, ნოლან რუ
Aa
Aa

მიქაუტაძე კიდევ ერთ რეკორდს უმიზნებს

საფრანგეთის ლიგა 1-ის 30-ე ტურში „მეცმა“ სტუმრად „ლე ავრი“ 1-0 დაამარცხა. გუნდს სასიცოცხლო მნიშვნელობის სამი ქულა გიორგი მიქაუტაძემ მოიპოვა, რომლის შესახებაც ფრანგულ სპორტულ მედიაში უკანასკნელი დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი იწერება. 23 წლის ქართველი ფორვარდის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატის 15 შეხვედრაში 10 გოლი და 3 საგოლე პასია.

ბოლო ოცი წლის განმავლობაში „მეცის“ ფეხბურთელებიდან საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ერთ სეზონში ათი ან მეტი ბურთი მხოლოდ ორ ფეხბურთელს მუჰამადუ დიალოს (12 გოლი) და ნოლან რუს (15 გოლი) აქვთ გატანილი. თუმცა, შედარებისთვის გეტყვით, რომ დიალომ ასეთ შედეგს მინდორზე გატარებულ 2199, რუმ კი 2845 წუთში მიაღწია, მაშინ როდესაც გიორგის ათი ბურთის გასატანად 1135 წუთი დასჭირდა. თანაც, პირველობის დასრულებამდე ჯერ კიდევ ოთხი მატჩია დარჩენილი და თუ რუს რეკორდს ვერ გაიმეორებს, დიალოს უკან ჩამოტოვება სავსებით რეალურია.

ლიგა 1-ის მომდევნო, 31-ე ტურში „მეცი“ კვირას, 28 აპრილს, საკუთარ სტადიონზე „ლილს“ უმასპინძლებს და თამაში თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გოლების გატანას განაგრძობს“ | რას წერს Le Parisien-ი მიქაუტაძეზე
„გოლების გატანას განაგრძობს“ | რას წერს Le Parisien-ი მიქაუტაძეზე