გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„გოლების გატანას განაგრძობს“ | რას წერს Le Parisien-ი მიქაუტაძეზე

ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ, Le Parisien-მა გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა. „მიქაუტაძე გოლების გატანას არ წყვეტს, მეცი კი სუნთქავს“, - წერს Le Parisien-ი და ქართველი ფეხბურთელის მორიგ წარმატებულ მატჩზე ამახვილებს ყურადღებას.

„დუბლი ბრესტთან, დუბლი ლანსთან და გამარჯვების გოლი ლე ავრთან. ქართველი თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე მეცის მდგომარეობას დამოუკიდებლად აუმჯობესებს და კლუბს ლიგა 1-ში დარჩენის იმედები ისევ გაუჩნდა. ერთ-ერთ კონკურენტთან მატჩში, მიქაუტაძის გოლი და სამი ქულა, რომელიც მან მოიტანა, ძალიან ძვირფასი აღმოჩნდება.

გარდა იმისა, რომ გადამწყვეტი იყო, ლიონის ყოფილი ფეხბურთელის თამაშის ყურება კვლავინდებურად სასიამოვნოა. გიორგი დუბლთანაც ახლოს იყო, მაგრამ ლე ავრის კარი ძელმა გადაარჩინა“, - წერს პარიზული გაზეთი.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში 10 გოლი დაუგროვდა. „მეცმა“ გასავარდნ ზონას თავი დააღწია და 29 ქულით მე-15 ადგილს იკავებს. „მეცი“ მომდევნო შეხვედრას 28 აპრილს, საკუთარ მოედანზე „ლილის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისი განრისხებული იყო | რა მოხდა ემპოლისთან მატჩის შესვენებაზე
დე ლაურენტისი განრისხებული იყო | რა მოხდა ემპოლისთან მატჩის შესვენებაზე