გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ნიდერლანდებშიც გამოარჩიეს | მიქაუტაძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში

Voetbal International-მა ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ცნობილმა ნიდერლანდურმა გამოცემამ გასული ტურის მატჩებით იხელმძღვანელა და საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის, „მეცის“ ქართველი თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე შეიყვანა, რომელიც „აიაქსის“ საკუთრებაა და ფრანგულ კლუბშია განათხოვრებული.

Voetbal International-ის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, კელვინ ბასი, დიეგუ კარლოსი, იოაკიმ ანდერსენი, ლუკა მოდრიჩი, რომან დელ კასტილიო, ისკო, ფლორიან ვირტცი, ალექსანდრ ისაკი, ჟერემი დოკუ, გიორგი მიქაუტაძე.

ცნობისთვის, მიქაუტაძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში საფრანგეთის ჩემპიონატმა, ლიგა 1-მაც შეიყვანა. გასულ ტურში, გიორგის „მეცმა“ საკუთარ კედლებში „ლანსი“ 2:1 დაამარცხა და ქართველმა ფეხბურთელმა ორი ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.

გეტყვით იმასაც, რომ ბოლო ორ შეხვედრაში მიქაუტაძემ 4 ბურთი შეაგდო და „ლანსთან“ და „ბრესტთან“ დუბლები გაიფორმა, რაც 21-ე საუკუნეში, ლიგა 1-ში, „მეცის“ მაისურით არავის გაუკეთებია. გიორგის ისტორიის დაწერის შანსი აქვს და შეუძლია, „მეცის“ პირველი ფეხბურთელი გახდეს, რომელიც ლიგა 1-ის ზედიზედ 3 შეხვედრაში დუბლს გაიფორმებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აზაროვის საგოლე გადაცემა | შახტარმა ზორიასთან 3:1 მოიგო
აზაროვის საგოლე გადაცემა | შახტარმა ზორიასთან 3:1 მოიგო