ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

აზაროვის საგოლე გადაცემა | შახტარმა ზორიასთან 3:1 მოიგო

უკრაინის ჩემპიონატის მე-10 ტურის გადადებულ შეხვედრაში, დონეცკის „შახტარი“ ლუგანსკის „ზორიას“ დაუპირისპირდა. ირაკლი აზაროვის, გიორგი გოჩოლეიშვილისა და ლუკა ლაცაბიძის გუნდმა სამი ქულა აიღო და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

„შახტარმა“ ანგარიში 30-ე წუთზე გახსნა. აზაროვმა შესანიშნავად ითამაშა, რამდენიმე მეტოქე მოატყუა და საჯარიმოში ჩააწოდა, დანილო სიკანმა კი თავური დარტყმით გაიტანა. 57-ე წუთზე, „ზორია“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, თუმცა, 73-ე წუთზე, „შახტარი“ კონტრშეტევაზე დაიჭირა და იგორ კირიუხანცევის გოლით წონასწორობა აღადგინა.

დონეცკელებმა ბოლომდე იბრძოლეს და ორი გოლი გაიტანეს. 86-ე წუთზე, თავი არტიომ ბონდარენკომ გამოიჩინა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ პირველ წუთზე კი თავისი გოლი ნევერტონმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.

ირაკლი აზაროვმა მოედანზე 76 წუთი გაატარა და იგი ლასინა ტრაორემ ჩაანაცვლა. გიორგი გოჩოლეიშვილი მინდორზე 89-ე წუთზე გამოჩნდა, ლაცაბიძე კი განაცხადში არ ყოფილა. „ზორიას“ დამარცხების შემდეგ, „შახტარს“ 55 ქულა დაუგროვდა, სატურნირო ცხრილის ლიდერია და „დინამო კიევს“ 4 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურიამ ომალისთან შეხვედრა გაიხსენა | „მერაბი მაგრად სცემს“
თოფურიამ ომალისთან შეხვედრა გაიხსენა | „მერაბი მაგრად სცემს“