მიკელ არტეტა, მიუნხენის ბაიერნი, ლონდონის არსენალი
Aa
Aa

არტეტა: “ნეტავ ახლა ფეხბურთელების დამშვიდება შემეძლოს“

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ განმეორებით მატჩში მიუნხენის „ბაიერნმა“ ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, „მეთოფეების“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ კომენტარი გააკეთა.

არტეტა:

„ამ მომენტისთვის ყველა იმედგაცრუებულია. მე ვერ ვპოულობ სწორ სიტყვებს, რომ ფეხბურთელები გავამხნევო. ნეტავ შემეძლოს. ჩვენ ვითამაშეთ გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს. იყო მომენტები, როდესაც უკეთესები ვიყავით, მაგრამ პირველ მატჩში მათ ორი გოლის გატანის საშუალება მივეცით. ეს კი დიდი უპირატესობაა.

დღეს გამოჩნდა, რომ შეცდომების ზღვარი ნულზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ საჯარიმოში შეცდომა დავუშვით და გოლი მივიღეთ. ამის შემდეგ სხვადასხვა გზით გოლის გატანა ვცადეთ, მაგრამ ამაოდ. ახლა დროა, რომ ფეხბურთელებთან მივიდე და მაქსიმალურად დავუჭირო მხარი.“

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნის“ მხრიდან ერთადერთი გოლი იოზუა კიმიხმა გაიტანა. ნახევარფინალში „რეკორდმაისტერი“ მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება, რომელმაც უმძიმეს ბრძოლაში, პენალტების სერიაში „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხა. „ბაიერნისა“ და „რეალის“ შეხვედრა 30 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გაძევების დეტალები - ჩავიმ მთავარ და მეოთხე არბიტრს აგინა
გაძევების დეტალები - ჩავიმ მთავარ და მეოთხე არბიტრს აგინა