გიორგი მიქაუტაძე, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ალექსანდრ ლაკაზეტი
Aa
Aa

ობამეიანგსა და ლაკაზეტს აჯობა - მიქაუტაძემ მეცი ბრძოლაში დააბრუნა

პარასკევს საკუთარ სტადიონზე „ლანსის“ დამარცხების შემდეგ „მეცს“ საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნების იმედი დაუბრუნდა. ამაში კი უდიდესი როლი ბოლო ორ ტურში ორი დუბლის ავტორს, გიორგი მიქაუტაძეს მიუძღვის, რაზეც ლიგა 1-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაშიც არის ყურადღება გამახვილებული. მიუხედავად იმისა, რომ „მეცი“ ისევ მე-17 ადგილზე და გასავარდნ ზონაშია, მეთექვსმეტეზე მყოფ „ლორიანს“ მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება და შანსი აქვს არათუ პლეი აუტის ზონაში მოხვდეს, არამედ ქვედა ლიგაში დაქვეითება ყოველგვარი გადათამაშების გარეშე თავიდან აირიდოს.

ამ მხრივ მომდევნო ტური გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს - კვირას, 21 აპრილს, მიქაუტაძე და მისი თანაგუნდელები სტუმრად უშუალო კონკურენტს, მე-15 პოზიციაზე მყოფ „ლე ავრს“ ესტუმრებიან და გამარჯვების შემთხვევაში სატურნირო ცხრილში გადაასწრებენ. ასეთი პოზიტიური ცვლილება კი რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა „აიაქსიდან“ გიორგის დაბრუნებამ განაპირობა. თავად განსაჯეთ - საწყის 23 ტურში „მეცს“ მხოლოდ 4 მატჩი ქონდა მოგებული, ბოლო ექვსი შეხვედრიდან კი სამი ქულა სამში აიღო. ბოლო ექვს ტურს თუ მივიღებთ მხედველობაში, მთლიანად საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 7 გოლით ყველაზე შედეგიანი მიქაუტაძეა და ისეთ ფორვარდებს უსწრებს როგორებიც პიერ-ემერიკ ობამეიანგი (6 გოლი), ჯონათან დეივიდი (5 გოლი) და ალექსანდრ ლაკაზეტი (4 გოლი) არიან. საერთო ჯამში კი „მეცში“ მიმდინარე ლიგა 1-ში 23 წლის ქართველი ფორვარდის ანგარიშზე 15 მატჩში 9 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე: რაც აიაქსიდან წამოვედი, მათგან არავინ დამკავშირებია
მიქაუტაძე: რაც აიაქსიდან წამოვედი, მათგან არავინ დამკავშირებია