გიორგი მიქაუტაძე, სირილ პუჟე
Aa
Aa

პირველად 29 წლის შემდეგ - მიქაუტაძის კიდევ ერთი მიღწევა

23 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე ბოლო პერიოდში მშვენიერ ფორმაში შევიდა, რასაც წინა ტურებისგან განსხვავებით, ამჯერად გუნდური წარმატებაც დაერთო თან და მისი არაჩვეულებრივი ასპარეზობის წყალობით, „მეცმა“ საფრანგეთის ჩემპიონატში საკუთარ სტადიონზე „ლანსის“ დამარცხების შემდეგ,  სამმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

მიქაუტაძე კლუბის ისტორიაში კიდევ ერთხელ შევიდა - მან დუბლი ლიგა 1-ის ზედიზედ ორ მატჩში შეასრულა. „მეცის“ ბოლო ფეხბურთელი, რომელსაც მსგავსი რამ ჰქონდა გაკეთებული სირილ პუჟე იყო და მან ორი ბურთით თავი ზედიზედ ორ შეხვედრაში ოცდაცხრა წლის წინ, შორეულ 1995 წელს გამოიჩინა.

ჩემპიონატის დასრულებამდე ცხრა ტურით ადრე „მეცი“ საფრანგეთის ჩემპიონატში 26 ქულით ბოლოსწინა პოზიციაზეა. დარჩენილ ხუთ ტურში მიქაუტაძე და მისი თანაგუნდელები სტუმრად „ლე ავრთან“ და „სტრასბურგთან“ ითამაშებენ, „ლილს“, „რენსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ კი საკუთარ სტადიონზე შეხვდებიან. ქართველი ფორვარდის ანგარიშზე ამ ეტაპზე 9 გოლთან ერთად, 3 საგოლე პასიცაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ორივე გოლი ძალიან ლამაზი იყო“ | რა თქვა მიქაუტაძემ მატჩის შემდეგ
„ორივე გოლი ძალიან ლამაზი იყო“ | რა თქვა მიქაუტაძემ მატჩის შემდეგ