მათე კვირკვია
Aa
Aa

ბრწყინვალე გოლი 95-ე წუთზე - კვირკვიამ ქიაფაზი მარცხისგან იხსნა

აზერბაიჯანის ჩემპიონატის 30-ე ტურში „საბაილი’’ – „ქიაფაზი’’ 3:3 დასრულდა. სტუმრები მარცხისგან მათე კვირკვიამ მეორე ტაიმის მე-5 დამატებულ წუთზე იხსნა, ულამაზესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. მათესთან ერთად „ქიაფაზში’’ გიორგი პაპუნაშვილი თამაშობს, რომელიც კვირკვიას მსგავსად სასტარტოში იყო, თუმცა 21-ე წუთზე შეცვალეს.

27 წლის მათე კვირკვია „ქიაფაზში'' მეორე სეზონს ატარებს, მიმდინარე სეზონში 26 მატჩში 5 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი შეასრულა. საქართველოში არაერთ კლუბში უთამაშია: „ვიტ ჯორჯია'' (2013-14), „ზესტაფონი'' (2015), „დილა'' (2016), „ტორპედო'' (2017), „რუსთავი'' (2018), ბათუმის „დინამო'' (2019), თბილისის „დინამო'' (2019), „სამტრედია'' (2020-21), „გაგრა'' (2022).

აზერბაიჯანის 10-გუნდიან პრემიერ ლიგაში „ქიაფაზი'' 31 ქულით მე-9 ადგილზეა, ბოლო ადგილზე კახა ცხადაძის გაწვრთნილი „გაბალაა''. უმაღლესი ლიგიდან ერთი გუნდი ვარდება და სავარაუდოდ ეს გუნდი „გაბალა'' იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები